პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ 15 მლნ დოლარს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი სთხოვდნენ. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მეუფე იაკობის თქმით, „გეგმის“ განხორციელებაში აღნიშნულმა პირებმა დახმარება კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვეს.
სასულიერი პირი ინტერვიუში ამბობს, რომ ფარცხალაძეს თავის მოჭრით დაემუქრა.
„კაბინეტში, შეხვედრაზე მოითხოვეს 15 მლნ. თუ გადაიხდიდა, მერე ისევ მოთხოვდნენ“, - თქვა პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.