„მეუფე იაკობი აშშ-დან რომ დაბრუნდა, მას მერე აშკარაა მისი „ფერისცვალება“... ის დარწმუნებული იყო, რომ მოსაყდრედ სწორედ მას დაასახელებდნენ... ეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მან აშშ-ში ჩასვლისთანავე ამერიკელებს თავისი სამსახური შესთავაზა“ - ირაკლი ზაქარეიშვილი
29-10-2019, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობის „ფერისცვალება“ მისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ გახდა აშკარა და იგი მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დადგენამ „გაანაწყენა სასტიკად“.

 


როგორც ზაქარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მეუფე იაკობი დარწმუნებული იყო, რომ მოსაყდრედ სწორედ მას დაასახელებდნენ და „მალევე“ გადაბრძანდებოდა პატრიარქის ტახტზე და რადგან ეს არ მოხდა, ამიტომ მან „აშშ-ში ჩასვლისთანავე ამერიკელებს თავისი სამსახური შესთავაზა“ – „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „ამერიკისკენ შებრუნებას“ და რუსეთისკენ „ზურგით დადგომას“ შეპირდა“.

 


„მეუფე იაკობი აშშ-დან რომ დაბრუნდა, მას მერე აშკარაა მისი „ფერისცვალება“. მივყვეთ თანმიმდევრობით: 2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები სასწრაფო წესით აშშ-ში გასაუბრებაზე „დაიბარეს“ და ესენიც გაფრინდნენ.

 


„მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დადგენამ მეუფე იაკობი სასტიკად გაანაწყენა - ის დარწმუნებული იყო, რომ მოსაყდრედ სწორედ მას დაასახელებდნენ და „მალევე“ გადაბრძანდებოდა პატრიარქის ტახტზე!.. ეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მეუფე იაკობმა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ტრადიციული ტრიუკი ჩაატარა - მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგდა და წაჯექ-უკუჯექობა დაიწყო. აშშ-ში ჩასვლისთანავე ამერიკელებს თავისი სამსახური შესთავაზა: - თუკი ამერიკელები პატრიარქის ტახტზე მხარს მას დაუჭერდნენ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „ამერიკისკენ შებრუნებას“ და რუსეთისკენ „ზურგით დადგომას“ შეპირდა, საპატრიარქოზე რუსეთის ყოველგვარი გავლენის მოსპობა აღუთქვა.

 


„ვაშინგტონში ძალიან გაიხარეს უმაღლესი საეკლესიო რანგის ახალი გავლენის აგენტით, რომელსაც ამავე დროს გაქანებული ქართველი ნაციონალისტ-ტრადიციონალისტის იმიჯი ჰქონდა. ამდენად, ვაშინგტონის „კასტინგი“ სწორედ მეუფე იაკობმა გაიარა.

 


აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მეუფე იაკობი უკან მალევე გაემგზავრა, ის მარტო წავიდა - საპატრიარქოს დელეგაციის გარეშე. მიზეზიც გამოიგონა - საპატრიარქოს უნივერსიტეტში „მომიჯნავე“ პროფილის ახალი სასწავლო მიმართულებების: „კიბერუსაფრთხოების“, „ეკონომიკის და ფინანსების“ ფაკულტეტების გახსნა. ამ მიზნით საპატრიარქოს სახელით მეუფე იაკობი მოლაპარაკებას აწარმოებდა ამერიკის უნივერსიტეტებთან - სავარაუდო პარტნიორებთან, რათა საპატრიარქოს უნივერსიტეტის ახალ ფაკულტეტებზე ლექციები აშშ-დან მოწვეულ პროფესორებს წაეკითხათ... მეუფე იაკობის აშშ-ში ვიზიტი (ისევე როგორც პირველ ჯერზე ქართული დელეგაციის ვიზიტი), ორგანიზებული იყო ლობისტების - აშშ-ის საელჩოსა და ელჩის, იან კელის, ასევე აშშ-ის „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“-ს (CDD) მიერ“, აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი