მესტიაში „კლდის ვეფხვად“ წოდებული ლეგენდარული მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდა
29-10-2019, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

24-27 ოქტომბერს მესტიაში ჩატარდა „კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის და მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციული საერთაშორისო მემორიალური ტურნირი მეკლდეურობაში. ამასთან ერთად სიმბოლურია, რომ წელს მიხეილ ხერგიანის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა.

 

 

მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი მესტიაში უკვე 10 წელია ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის გუნდები.
წევანდელ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ყველა რეგიონის მეკლდეურებმა, მათ შორის უკრაინელმა მეკლდეურმა მამა-შვილმა.

 


შეჯიბრი სამ სახეობაში ხელოვნურ რელიეფზე რთულ, სწრაფ და ჭალაადის ბუნებრივ კლდეებზე ინდივიდუალურ ცოცვაში ჩატარდა.

 

 

24-25 ოქტომბერს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, ხოლო 26-27 სექტემბერს ფინალები. გამარჯვებულ სპორტსმენთა შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

ინდივიდულური ცოცვა

 

 

ვაჟები

 

 

პირველი ადგილი - გიგა ჯანხოთელი
მეორე ადგილი - ნიკა იოსელიანი
მესამე ადგილი -ავთანდილ ქურასბედიანი

 

 

ინდივიდუალურ ცოცვა

 

 

გოგონები

 

 

პირველი ადგილი - ქეთევან ქურასბედიანი
მეორე ადგილი - მარიანა იოსელიანი
მესამე ადგილი - სალომე სანაძე

 

 

სწრაფი ცოცვა

 

ვაჟები

 


პირველი ადგილი - გიგა ჯანხოთელი
მეორე ადგილლი - ნიკა იოსელიანი
მესამე ადგილი - ილია ჩუგოშვილი

სწრაფი ცოცვა

 

გოგონები

 

 

პირველი ადგილი - ნიცა თვაური
მეორე ადგილი - მარიამ გიგანი
მესამე ადგილი - სანაძე სალომე

 

 

რთული ცოცვა

 

 

ვაჟები

 

 

პირველი ადგილი - გიგა ჯანხოთელი
მეორე ადგილი - ილია ჩუგოშვილი
მესამე ადგილი - სოსო გაბულდანი

 

 

რთული ცოცვა

 

 

გოგონები

 

 

პირველი ადგილი - ნიცა თვაური
მეორე ადგილი - ანა დულარიძე
მესამე ადგილი - სალომე სანაძე

 


გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა თბილისის ნაკრები გუნდი, რომელსაც გადაეცა მიხეილ ხერგიანის სახელობის გარდამავალი თასი. მეორე ადგილი დაიკავა მესტიის პირველმა გუნდმა,ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა თბილისის მეკლდეურთა კლუბს.

 


შეჯიბრების დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი მიხეილ ხერგიანის სახლ- მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილე, ზაურ ჩართოლანი, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ნიკოლოზ კვეზერელი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მირზა ლიპარტელიანი, გენერალური მდივანი, ლადო გურჩიანი, ასევე ფედერაციის სხვა წარმომადგენლები და გულშემატკივრები.

 

 

ღონისძიება მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ ,,რიჰოს" სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. ტურნირის გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცათ 250 ლარიანი ვაუჩერები, თასები, მედლები, დიპლომები და მირონ ხერგიანის წიგნები სახელწოდებით ,,კლდის ვეფხვი".

 


პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელემა პირებმა და მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე მიხეილ ხერგიანის დამ, ნაზო ხერგიანმა და ძმისშვილმა გარი ხერგიანმა.

 


წელს ტურნირის სპონსორი და მხარდამჭერი გახლდათ სამშენებლო კომპანია AWARD ჯგუფი, რომელმაც 5000 ლარი გამოყო საპრიზო ფონდისთვის. კომპანიის წარმომადგენელმა შადიმან კიკნაძემ, კომბინირებულ ჩათვლში ( სამჭიდში) პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები გიგა ჯანხოთელი და ნიცა თვაური დააჯილდოვა 1000-1000 ლარით, მეორე ადგილზე გასულები სალომე სანოძე და ნიკა იოსელიანი 750-750 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასულები ქეთევან ქურასბედიანი და ილია ჩუგოშვილი 500-500 ლარით.

 

 

შადიმან კიკნაძის თქმით, კომპანია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას.

 

 

ტურნირის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია სპორტის სამინისტროს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სპორტის სამსახური.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ტურნირის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ასევე სპონსორ კომპანიას, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა ტურნირის წარმატებით ჩატარებაში.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი