როდესაც მეუფე იაკობის გამოსვლა ვიხილე, გაოცებული დავრჩი და მთავარი, რამაც დამაინტერესა, იყო ის, თუ რატომ გაკეთდა განცხადება, ანუ რა იყო მიზეზი, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო პრემიერ კვირიკაშვილის დროს მომხდარ ფაქტზე და როგორც მინიმუმ, წელიწადნახევარია გასული, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საპატრიქროს ტახტისთვის ბროლად მიმდინარეობს და სწორედ აქედან გამომდინარე, მეუფე იაკობმა აშშ-ში ვიზიტი დაგეგმა.
„ბევრი ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით და მე შემოგთავაზებთ ჩემეულ ვერსიას - როდესაც საქართველოს პატრიარქმა გამოარჩია მეუფე შიო, მაშინ გარკვეული ჯგუფი საუბრობდა, რომ ეს არის პრორუსული პროექტი და დავეთანხმები იმ აზრს, რომ საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მეუფე იაკობმა სწორად დაგეგმა ვიზიტი ამერიკაში, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე, ან ოსმალეთის კარზე, ან შაჰის კარზე ხდებოდა საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება, მაშინ მეფეების შემთხვევა იყო, ახლა შეიძლება სხვა კუთხით გადაინაცვლოს ამ საკითხმა" - აღნიშნა ტომარაძემ.
მისი თქმით, მეუფე შიოს ხელმძღვანელობით საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში გამგზავრებასა და მეუფე იაკობის განცხადებას შორის პირდაპირი ბმა არსებობს.
"როდესაც დაბრუნდა მეუფე იაკობი, მან დაიწყო საუბარი ამის შესახებ. ორი დღის წინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, სწორედ გამოსვლის დღეს, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მეუფე შიოს ხელმძღვანელობით გაემგზავრა შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, აქედან გამომდინარე, მე დავინახე პირდაპირი ბმა ამ საკითხებს შორის და დავინახე მეუფე იაკობის გაღიზიანება. მოდით, ერთ საკითხზე ვისაუბროთ ღიად, მეუფე იაკობს და ნებისმიერ სასულიერო პირს ასეთი კონტაქტები შეიძლება გაუჭირდეს, ანუ პირდაპირი შეთავაზება, ანუ მას რაღაც გარკვეული ჯგუფი რაღაცას დაპირდა, მუშაობას, კავშირების დამყარებას, მხარდაჭერას და ა.შ. შემდეგ, როდესაც ეს ვიზიტი დაიგეგმა მეუფე შიოსი, შესაძლოა, მეუფე იაკობმა ჩათვალა, რომ მისმა მხარდამჭერებმა ის მოატყუეს, დავუშვათ, რაღაც ისე ვერ გააკეთეს, როგორც შეპირდნენ და მე ეს დავინახე.
ადამიანები წინასწარ რომ თვლიდნენ რა არის სწორი იმ მომენტში და რაღაც სიბრაზე არ მოქმედებდეს რაციონალურ განსჯადობაზე, სულ სხვა რეალობა გვექნება მსოფლიოში ყველაფერთან მიმართებაში. ამისთვის არსებობს ერთი ძალიან მარტივი გამოსავალი, ბრალდებები სასულიერო პირების მიერ ჩადენილ უღირს საქციელებზე ხშირია, აქედან გამომდინარე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დროა, შემოიღოს საეკლესიო სასამართლო და სამართლით გაასამართლოს ბრალდება, უღირსი ქცევა და ა.შ. შემდეგ უღირსები განიკვეთებიან. დაუსჯელობის სინდრომი უბიძგებს სასულიერო პირებს გამოთქმისაკენ, ქცევისაკენ, ვერცხლმოყვარეობისაკენ და ა.შ. როდესაც ეს სასამართლო შეიქმნება, ზოგს განკვეთავენ, ზოგს დასჯიან. ჩემი აზრით, ამით ბევრი რამ შეიცვლება“ , - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.