საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის მსგავსი ჯერ არ გვინახავს, – განაცხადა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, სურეის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ვუდვორდმა.
„თავდასხმის მასშტაბი და სამიზნეები გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ ის შეიძლება სხვა სახელმწიფოს მიერ იყო დასპონსორებული“, – განაცხადა ვუდვორდმა.
გუშინ, საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ტელეკომპანია „იმედზე“, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", „მაესტროსა“ და GDS-ზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. გათიშულია რამდენიმე ვებ-გვერდიც.
აღნიშნულ ვებ-გვერდებზე ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "I'll be Back" ("დავბრუნდები").
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.