დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 სექტემბერს მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი - Touch გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul და „თბილისი სტარტაპ ბიურო“. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.
Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება.
საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: Nike, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, The Next Web, Facebook, Smashing Media AG, BlaBlaCar, Google, IBM, Nextech Ventures, SWG, MaxinAI, Bank of Georgia, lemlist, StartersHub, Grammarly, Aligned Research, Group, TWINO, UniPAY.com, Swedbank, digitalswitzerland, Barkas, Stage-Co, Leavingstone, Neurons Lab, Beetroot Academy, Indiegogo, TopTal, Zalando, Smashing Magazine, Planable, UiPath, Pulsar AI, AdjaraGroup და სხვა.
სპიკერების გარდა, სამიტზე გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, გამოფენები, B2B შეხვედრები და მასტერკლასები.
წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში და ა.შ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.