ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა საპრასიის, ზეინდრის და ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ვანის მერიის ცნობით, ამაღლება - საპრასიის (ჭოკიანიდან საპრასიის ცენტრამდე) დამაკავშირებელი გზის 4,5 კმ მონაკვეთის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები უკვე დასრულებულია და გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.
შუაგორა-ზედაგორა-ცივწყაროს მომართულებით დათვალიერებული იქნა შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ეზოებში შესასვლელების და მიერთებების მოწყობა ცემენტბეტონით.
ასევე გაეცნენ ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში ალფაიძეების უბანში შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „პალადა“ , შპს „ნიუ იბერია“ და შპს „ახალი გზა“ ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების პროექტების ფონდიდან ჯამში 1 419 567 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.