თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლაძეების უბნის გზის ბეტონის საფარით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები მერთან ერთად პირველმა მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გოდერძი თურქაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა ლანჩავამ, მერის წარმომადგენელმა მაია გაბიძაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ნიკოლაძეების უბანში 1,5 კმ-იანი გზა, რომელიც რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელია, არმირებული ბეტონის საფარითა და სანიაღვრე არხებით მოეწყობა.
„პროექტის ღირებულება 420 ათასი ლარია. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორი-85“ შეასრულებს. პროექტი მიმდინარე წელს ბეტონის საფარის, მომავალ წელს კი სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს“-აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.