ვერ მოესწრებით! ამას ვამბობ იმათთვის, ვინც შეიძლება ელოდება ჩვენი პატრიარქის გადადგომას, - განაცხადა მეუფე ანდრიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სუსტი იყოს, თუმცა მისი გონება აბსოლუტურად ჯანსაღია.
„ერთხელ ედუარდ შევარდნაძეს შეეკითხნენ გადადგომაზე და ვერ მოესწრებითო - იყო მისი პასუხი, ამას ვამბობ იმათთვის, ვინც შეიძლება ელოდება პატრიარქის გადადგომას, მისი უწმინდესობა გადადგომას არ აპირებს და მინდა, გითხრათ, რომ სინოდის არცერთი წევრი მას ამ რეკომენდაციასაც კი არ მისცემს, რომ პატრიარქი გადადგეს. შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წლოვანებიდან გამომდინარე, იყოს უფრო სუსტი, ვიდრე ადრე, მაგრამ მისი უწმინდესობის გონება არის სრულიად სუფთა, აბსოლუტურად ჯანსაღი“ , - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.