გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძე ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე.
მისი თქმით, აღნიშნული სახის ინფორმაციაზე გამოძიება არც ერთ ქვეყანაში არ იწყება.
„ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ იწყება. შესაბამისად, არ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების საფუძველს როცა ვხედავ, მაშინ ვიწყებ. განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და შემდეგ როცა ის პირები ამ განცხადებებს უარყოფენ, ბუნებრივია ეს გამოძიების საფუძველი არ არის. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ამისი, არც ერთი ინფორმაცია არ არსებობს უტყუარი ამისი, შესაბამისად, გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.