დედაქალაქში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იმართება
30-10-2019, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს თბილისში მეათედ გაიმართება თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული. 31 ოქტომბრიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.

 

 

ღონისძიების მნიშვნელობა წელსაც ზუსტად ეხმიანება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კონცეფციას. თანამედროვე მოდის ინდუსტრია ხელოვნების წარმოჩენასთან ერთად ცდილობს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას მისი სოციალური როლისადმი. ამიტომაც, 30 ოქტომბერს, პრესკონფერენციის შემდეგ, 12:00 საათზე სასტუმრო “სტამბაში” მოდის კვირეულის ორგანიზატორსა და  გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანი ქალთა ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლებაა. მემორანდუმის ფარგლებში UNFPA Talk-ს გაიმართება, სადაც სასაუბროდ წარმოდგენილი იქნება თემა – Yes! You Empower Society. 

 

 

ამავე საღამოს 17:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მაყურებელს საშუალება ექნება პირადად ესაუბროს ახალგაზრდა რეჟისორს, ტომას ოკსას და იხილოს დოკუმენტური ფილმები Intersex Army და In this Climate. 27 წლის დოკუმენტალისტი „LIBERATUM”-ის კრეატიული დირექტორია, რომლის ინტერესის საგანი სამყაროს გლობალური გამოწვევები, სოციალური სტიგმა და უმცირესობების პრობლემებია.

 

 

კინოჩვენების დასრულებისთანავე  „ღვინის ქარხანა N1“-ში კვირეულის სტუმრები არტისტის და ფოტოგრაფიაში ახალი გამომსახველობითი ხერხების ოსტატის ჯონათან ჰალამის გამოფენას „La Femme De Cabine - Martin Margiela“-ს დაესწრებიან.   ფოტოგრაფმა, რომელიც 1997-2008 წლამდე მარჯიელას ისტორიას და კულისებს იღებდა, თავდაპირველად მოდის სახლთან თანამშრომლობა თმის სტილისტად დაიწყო, თუმცა, მალევე დიზაინერის გარემოცვის წევრი გახდა.  

 

 

ჯონათან ჰალამის გამოფენის დამთვალიერებელი, ანონიმი ქალების 32 პორტრეტით,   ბრენდის ისტორიის ყველაზე დაფარულ, მნიშვნელოვან და უნიკალურ მომენტებს იხილავს. აღსანიშნავია, რომ პარიზის დახურული ჩვენების შემდეგ თბილისი მეორე ქალაქი იქნება, რომელიც ამ პრივატულ გამოფენას უმასპინძლებს.

 

 

მომდევნო დღეებში თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ძირითადი ნაწილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ჩვენებას დაეთმობა.  მოდის კვირეულის უმეტესი ჩვენებები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თუმცა ცალკეული დიზაინერებისთვის ის თბილისის სხვა ადგილებშიც ჩატარდება.

 

 

31 ოქტომბერს კაფე „ლოლიტაში“ Pitti Imagine-ის ორგანიზებით ბიკემბერქსის კრეატიული დირექტორის, დიზაინერის  ლიი ვუდის მასტერკლასი გაიმართება, რომლის წარმდგენი არის SOLO. მილანში გადასვლის შემდეგ 1998 წლიდან ის 16 წლის განმავლობაში დონატელა ვერსაჩესთან თანამშრომლობდა. ოთხი წლის წინ კი მილანის მოდის კვირეულზე წარდგენილ მის ახალ ლეიბლს “ l72“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

 

 

1 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, მწერალთა სახლში პაველ პავლიკოვსკის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ ცნობილ პოლონელ რეჟისორს. „ცივი ომის“, „იდას“, „ქალი მეხუთე ოლქიდან“, „ჩემი სიყვარულის ზაფხულის“ ავტორს, რომელსაც ამერიკელი კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს - ოსკარების ტრიუმფატორად და ინტელექტუალური კინოს ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იცნობენ.

 

 

3 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ესპანელი დიზაინერის – Dominnico-ს ჩვენება გაიმართება, ხოლო კვირეულის დასკვნით დღეს, 4 ნოემბერს მაყურებელი VIRGIL ABLOH-ის პროტეჟეს და სოციალური ქსელებში ძალიან მოთხოვნადი ახალგაზრდა დიზაინერის, სამუელ როსის გამოფენას იხილავს. მან 2015 წელს, ლონდონში, 25 წლის ასაკში დაარსა პირველი ბრენდი “A COLD WALL”, რომლის წლიურმა ბრუნვამ 1.7 მილიონს მიაღწია. ამჟამად ის პარტნიორობს “NIKE”-თან, Mercedes-Benz Fashion პლატფორმასთან და მის კამპანიასთან „HOW TO”. 

 

 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. სსიპ-ის - "აწარმოე საქართველოში" დამსახურებით თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრებიდან, როგორიცაა Galeries Lafayette, Harvey Nichols, Moda Operandi, Browns Fashion და სხვა, შემსყიდველების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები კვლავ ეწვევიან თბილისს. 

 

 

დღეისათვის ქართველი დიზაინერების სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს და ხშირად მათ სასცენო კოსტიუმებადაც ირჩევენ, მათ რიცხვშია:  Lady Gaga, Bjork, Rihanna, Heidi Klum, Katy Perry, Beyoncé Knowles, Winnie Harlow, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Paloma Faith, Lord, Kelela, Ashlee Simpson, Kat Graham, Amber Valletta, Jessie J, Kelly Zutrau, Janice Delon, Kristen Noel, Nathalie Kelley, Kelly Rowland, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Elizabeth Sulcer, Tiffany Hsu, Jessica Chastain, Lindsay Lohan,  Isla Fisher, Tiffany Hsu, იორდანიის დედოფალი Rania, Kelsea Ballerini, Mathilde Ollivier და სხვა. 

 

 

25 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ანალოგიური მოდის კვირეულები ბერლინში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სტამბულში, მოსკოვში და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება. ის 90 ქვეყანაში უწყობს ხელს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და მათ მსოფლიოს აცნობს. 

 

 

პროექტის გენერალური პარტნიორები არიან: კომპანია Mastercard, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ოფიციალური მინერალური წყალი „ბორჯომი“  და მოდის კვირეულის პარტნიორი - ბრენდი Tresemme. 

 

 

ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს, დილის 10:30 საათზე, კვირეულის ორგანიზატორები სიახლეებს სასტუმრო „სტამბაში“ გააცნობენ მედიის წარმომადგენლებს. 

 

 

კომენტარები: 8
#8   jhon bill set
      
Capture iconic action-game fashion with the Leon Kennedy jacket, engineered for structure, warmth, and bold visual impact. leon kennedy jacket
27 იანვარი 2026 01:19
#7   jhon bill set
      
Crafted using 100% full-grain natural leather, each jacket delivers unmatched durability, premium texture, and a timeless luxury feel designed to last for decades. adidas leather tracksuit
20 იანვარი 2026 02:22
#6   Wear Black Camels
      
Great to see how events like Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi highlight creativity and global fashion talent. It’s inspiring to watch designers grow internationally. As someone who follows modest fashion trends and browses different platforms for abaya online usa, I really appreciate how such fashion weeks support diversity and new styles. Excited to see what the Georgian designers present next!
5 დეკემბერი 2025 06:18
#5   NY Watch Market
      
This event lineup looks incredible! It’s amazing to see how much growth the fashion scene in Tbilisi has had, especially with so many international designers, directors, and media outlets participating. The connection between fashion, art, and social awareness makes this year feel even more meaningful. All the masterclasses, exhibitions, and film screenings sound like an unforgettable experience.

Lately, seeing such creative energy has also inspired me to explore other areas of design and style. I’ve even been checking out some panerai watches for sale because the craftsmanship reminds me of how detail-driven the fashion world can be. Really exciting times for both industries!
3 დეკემბერი 2025 02:33
#4   kenwood bill set
      
Bring artsy drama to your outfit with the "Overstimulated Melting" wearable graphic, a design made for rebels and thinkers. Growth Matters
23 აპრილი 2025 10:31
#3   jhon bill set
      
Enjoy free shipping on all qualifying orders, allowing you to shop for your favorite dresses without additional costs. western dresses
14 თებერვალი 2025 12:52
#2   jhon bill set
      
Order stylish streetwear essentials with breathable cotton, a modern cut, and a sleek finish. Comfortable Cotton Clothing
6 თებერვალი 2025 02:40
#1   AYANRAO
      
What Makes It Unique? Defining Characteristics of the Butterfly Haircut The hallmark of this style is its airy, face-framing layers. These layers mimic a butterfly’s wings, creating the illusion of full-bodied hair while maintaining a soft, feminine aesthetic.
13 დეკემბერი 2024 02:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი