რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აღიარა თურქეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი და ამით სომხურმა სახელმწიფომ მიიღო სამუდამო ხელშეუხებლობის გარანტია. სომხური გენცოდი გრძელდებოდა რამდენიმე დღე, 1915 წელს, სამწუხარო შედეგებით. ქართველთა გენოციდი გრძელდება ათასწლეულები და ის ახლაც მიმდინარეობს გაგრაში, გალში, ტყვარჩელში, ლიახვში, ატოცში, ნიქოზში, ახალგორში, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.
პარტიის ლიდერი ხელისუფლებას მათ მიერ გენოციდზე წარდგენილი პროექტის განხილვისა და მიღებისკენ მოუწოდებს.
„ამ ზაფხულს, როგორც კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა საქართველოს შემდგომი დაშლის კრემლისეული გეგმა და მოყვა საქართველოს ისტორია იმის თაობაზე, რომ ჩვენ მხოლოდ ქუთაისის და თბილისი გუბერნიები ვყოფილვართ და დანარჩენი ტერიტორიები გენოციდით შემოგვიერთებია, იმავე წუთს გავამზადეთ დადგენილების პროექტი, ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ“, სადაც დეტალურადაა აღწერილი ქართველების გენოციდი არაბებიდან, ხაზარებიდან, თურქებიდან, სპარსელებიდან დაწყებული, რუსებით დაგვირგვინებული, რასაც შეეწირა მილიონობით ქართველის სიცოცხლე და მილიონობით საცხოვრებლიდან აყრილი და ბაზარზე გაყიდული ქართველი. ქართველთა გენოციდზე პროექტი წარვუდგინეთ პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ამოიდეს ბალიშის ქვეშ და არც ფიქრობენ განხილვას, რათა მერე, ჩვენ დავიწყოთ მთელ მსოფლიოში მუშაობა, იგივე ამერიკის კონგრესმა მოახდინოს ქართველთა ისტორიული და მიმდინარე გენოციდის აღიარება, რაც იქნება ჩვენი ხელშეუხებლობის გარანტი და დეოკუპაციის ყველაზე რეალური დასაწყისი. მოვუწოდებ პარლამენტს, დროზე დაიწყეთ მისი განხილვა და დროზე მიიღეთ, სანამ პუტინის კომენდანტი ოფიციალურად დანიშნულა თბილისში! განასაკუთრებით მოვუწოდებ საპარალმენტო ოპოზიციას, რომელიც ისევე დუმს ამ დოკუმენტზე, როგორც ,,ქართული ოცნება.“ მოგეხსენებათ, სომხებმა და ებრალებმა თავი გადაირჩინეს მხოლოდ იმით, რომ მსოფლიომ აღიარა მათი გენოციდი. გენოციდს არანაირი დროითი შეზღუდვა არ აქვს, ხდება დღეს, მოხდა გუშინ, გუშინწინ თუ საუკუნებიის წინ. გენოციდის აღირება საჭიროა ყველა ერისთვის, განსაკუთრებით, ვისაც შეიძლება ხვალ იგივე საფრთხე დაემუქროს. როცა ასეთი დაცვის დოკუმენტი გაქვს, ატომურ იარაღაზე ძლიერი მორალური თვალსაზრისით და ამას თავად არ იღებ და არ იყენებ, სხვას რა უნდა მოსთხოვო?!“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.