ინგა გრიგოლია: "მე მინდა მათი კომენტარები მოვისმინო, ვინც მიშას დროს ჩემს ეთერში ისხდნენ"
29-08-2015, 22:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა”, – ასე შეაფასა ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების ,,რეაქციისა და ,,იმედის კვირის” დახურვის ფაქტები.

 

 

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მთავარი მიზანი ფორმატის ცვლილება ნამდვილად არაა.

 

 

,,ორივე გადაცემა იყო რეიტინგული და არცერთი ნორმალური ტელევიზია რეიტინგულ გადაცემებს არ ხურავს, ამიტომ მე მაქვს უფლება ვიფიქრო რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ამ ეტაპზე ტელევიზია პოლიტიკურ შოუებზე უარს ამბობს. მითხარით ამის მიღმა, მაქვს თუ არა უფლება ვიფიქრო რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ტელეკომპანია "იმედმა" გააფორმა.”- განუცხადა ,,პრაიმტაიმს” ინგა გრიგოლიამ.

 

 

ჟურნალისტის თქმით, ის უკვე მიეჩვია მსგავს გადაწყვეტილებებს და მთავარ პასუხებს იმ ადამიანებისგან ელის, რომლებიც ისხდნენ მის ეთერში და "ნაციონალების" მმართველობის დროს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე წუხდნენ.

 

 

,,ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და ძალიან საინტერესო, შესაბამისად იმას არ მივიღებ რომ არხს აღარ სჭირდებოდა. ერთ-ერთი რომ დაეხურათ, შეიძლება დამეჯერებინა რომ ფორმატის ცვლილებაა, მაგრამ ორივე ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკური თოქ-შოუს როცა ხურავ, მაქვს ეჭვი, მითუმეტეს, ძალიან დიდ გამოცდილება მაქვს. ძალიან ვწუხვარ ეს ყველაფერი რომ მოხდა. მე მინდა მათი კომენტარები მოვისმინო, ვინც მიშას დროს ჩემს ეთერში ისხდნენ და ამბობდნენ რომ რა ცუდია, როდესაც თავისუფალ სიტყვას ასე ექცევა "ნაციონალური მოძრაობა", დღეს მე მინდა თითოეული მათგანის კომენტარი მოვისმინო, თუმცა ვეჭვობ რომ ვერ მოვისმენ.

 

 

ინგა გრიგოლიას თქმით, გადაცემის დახურვის შესახებ დღეს საღამოს გაიგო და ალტერნატივად, ვებ-გვერდზე მუშაობისა და პროდიუსერობის შემოთავაზებებიც მიიღო.

 

 

,,ამ საღამოს მითხრეს, ამერიკაში ვიყავი წასული, სახელმწიფო დეპარტამენტის მედია პროგრამაზე და იქ ვლაპარაკობდი სიტყვის თავისუფლებასა და მის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. ჩამოვფრინდი გუშინ და დღეს მითხრეს რომ დაიხურა გადაცემა, ნამდვილად არ ვიცოდი. უფრო მეტიც, ჩემი პრომო, რომელიც ეთერში უნდა გასულიყო დღეს დამთავრდა. მითხრეს რომ თუ სურვილი მექნება შემიძლია ვიმუშავო ვებ-გვერდზე ან რომელიმე გადაცემის პროდიუსერად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ინტერესი ეს არ არის, პროდიუსერობას ვგეგმავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეჭვობ, რომ იმედზე აღარ.”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ პრაიმტაიმთან საუბრისას.

 


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერების შესახებ. არხის განცხადებით მათ სურთ შეცვალონ გადაცემების ფორმატი, რათა 2016 წელს მაყურებელს “თვისობრივად ახალი პროდუქტი” შესთავაზონ.

 

 

http://primetimenews.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი