ლევან ახვლედიანი: „თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყვები“
30-10-2019, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან, ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა პარლამენტში, დეპუტატებთან შეხვედრაზე, სადაც ანაკლიის პორტის საკითხზე ღია განხილვა გაიმართა.

 


მისი თქმით, აღნიშნულ ფონდთან კონსორციუმს ჰქონდა მოლაპარაკებები, ასევე მთავრობასაც ჰქონდა შეხვედრა.

 


„იმედს ვიტოვებ, უახლოეს დროში წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები. ჩვენ მათთან კომერციული მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეთანხმებული გვაქვს, ახლა უნდა დასრულდეს ფორმალობა და შემდეგ მათი ოფიციალურად წარდგენა ამ პროექტის ინვესტორებად. ეს არის ერთადერთი, რაც მაძლევს იმედს, რომ არ დავიბრალოთ არავისგან დესტრუქციულობა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყვები, რა და როგორ იყო ზუსტად. თუ ვერ შევთანხმდებით, აქციონერები, სამწუხაროდ, იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ და იქ გაეცემა პასუხი, ვინ შეასრულა ან არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი