ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (DVV international) ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო პროფესიულ და ზრდასრულთა განათლების გერმანულ კონცეფციას,არსებულ გამოცდილებას, კანონმდებლობასა და დაფინანსების პრინციპებს.
პირველი შეხვედრა ბავარიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციაში (BVV) გაიმართა, რომელიც ჯამში ბავარიის მიწის 200-მდე ზრდასრულთა განათლების ცენტრს აერთიანებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ცენტრის ფუნქციონირებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს, რომლებიც მთლიანად ადგილობრივ საჭროებებზე არის დაფუძვნებული. ქართულ დელეგაციას უმასპინძლა ბავარიის მიწის პარლამენტმა. ვიცე სპიკერმა გერჰარდტ ჰოპმა ისაუბრა პარლამენტის როლზე გერმანულ საგანმანათლებლო სისტემის ფორმირების პროცესებში, არსებულ კანონმდებლობასა და დაფინანსების პრინციპებზე. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები მოესმინათ. გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრა გაიმართა ქალაქ ქამის პროფესიულ სასწავლებელში ,,Berufsschulle,, სადაც ადგილზე გაეცვნენ სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სწავლებისა და მენეჯმენტის პრინციპებს, კვლევებს, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სათანადო კადრების მომზადება.
ქართულ დელეგაციას ქალაქ ფურტ იმ ვალდში უმასპინძლა მერმა სანდრო ბაუერმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა პროფესიული და ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე ადგილობრივ დონეზე. მისი განცხადებით, განათლების დაფინანსება და ხელშეწყობა ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, ინვესტორების მოზიდვას. გერმანელმა კოლეგამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აღმზრდელთა სკოლა დაათვალიერებინა, რომლის დაფინანსების გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. ვიზიტის დასასრულს ქართული დელეგაცია მიიღო პროექტის ორგანიზატორმა და მთავარმა მასპინძელმა, გემანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის ქამის ზრდასრულთ ცენტრის დირექტორმა ვინფრიდ ევანგელმა და ცენტრში დაგეგმილ და მიმდინარე აქტივობების, ბენეფიციარების, მსმენელების შესახებ დეტალური ინფრმაცია მიაწოდა.
"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, აქტივობებს, კვლევებს, გამოცდილებას გავეცანით. ადგილზე ვნახეთ ზრდასრულთა და პროფესიული სასწავლებლების მუშაობის სპეციფიკა. მაქსიმალურად ვეცდები განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას ხონის მუნიციპალიტეტში. მხარს დავუჭერ ყველა პროექტს, რომელიც ახალგაზრდების , ზრდასრულების პროეფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.