ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამბულატორიის რეაბილიტაციის საჭიროების საკითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაისვა.
ამბულატორიაში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები, მოეწყო პანდუსი. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 23000 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.