29 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2019 წელს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
"ჩემო ძვირფასო ამბროლაურელებო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია წარმოგიდგენთ ანგარიშს, 2018 წელს განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
ბოლო წლებში ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო.
ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების ადგილზე გადაჭრას და მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ მიმართულებით წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსიც, რაც საშუალებას გვაძლევს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არა ერთი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ. ყველა პრობლემის ერთად მოგვარება ძალიან რთულია, თუმცა ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი განვითარდეს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.