ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოფიციალურად გააკეთა. კობიაშვილის განცხადებით, ის ორშაბათიდან დაიწყებს შეხვედრებს კლუბების ხელმძღვანელებთან და რეგიონული ფედერაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან.
„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონულ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ასევე, როგორც კანდიდატი, ჩემი ოფიციალური დარეგისტრირება მოხდება და ბოლოს მექნება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელთან. მე მინდა მათ იცოდნენ თუ რას ვაპირებ, რას გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და როგორია ჩემი ხედვა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის. ასევე, სრულიად გახსნილი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნას“, – განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.