საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ყურადღება გამახვილდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტზე, რომელიც პრემიერმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლესი დონის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე - საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. აღინიშნა საერთაშორისო მექანიზმებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი,
ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.