ხონში ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის განხორციელება იწყება
30-10-2019, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ახალი პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მონიტორინგს გაუწევს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გეგმას.

 

 

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით ახორციელებს პროექტს: “ გურიის, იმერეთისა და რაჭა ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის“ (PAR) მონიტორინგის მიზნით, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, რათა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგსა და განხორციელებაში.

 

 

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონიტორინგი გაუწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გეგმას რვა მუნიციპალიტეტში, შედეგები დაეფუძნება მონიტორინგის მექანიზმს, ის განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობას, გამჭირვალობას და ინკლუზიურობას ხონში, ბაღდადში, თერჯოლაში, ვანში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ცაგერსა და ამბროლაურში.

 

 

მოხდება ადგილობრივი საჭიროებების შეფასება პროექტის განხორციელების პირველ და მეორე წლის განმავლობაში, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნება სამიზნე მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებში. გამოქვეყნდება რეგულარული ანგარიშები საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგსა და რეგიონებში მიმდინარე განვითარების შესახებ.

 

 

ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგება ონლაინ პეტიციის საპილოტე სისტემა. ფონდი „სოხუმი“ პროექტის პარტნიორებთან ერთად, გაახმოვანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას დასავლეთ საქართველოში შემდეგ მიმართულებებით: ადვოკატირების ეროვნული კამპანია და ვრცელი მედია კამპანია წინა პლანზე წამოწევს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის მნიშვნელობას და პროგრესს დასავლეთ საქართველოში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი