გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სკეპტიკურად უყურებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის თაობაზე და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ ივანიშვილის მთავრობამ გააჩერა წყალტუბოს კომპლექსური განვითარების გეგმა.
ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ივანიშვილს „უნდა ერთი სატყუარა ჩამოკიდოს საპარლამენტო არჩევნებისთვის“ და „ივანიშვილის გაკეთებული პროექტები მხოლოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე აქვს ნანახი, როცა „ფულსაც ხარჯავდა, საქმეებსაც აკეთებდა, თეატრებსაც არემონტებდა და რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ის საკუთარი თავის მეტს არაფერს არ ახმარს თანხებს“.
„გაბედოს ვინმემ და ოდესმე მივიდეს ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და უთხრას, რომ ტერიტორიები გადმომეცი. აგერ, მე ვეუბნები მაგალითად, აბაშაში რომ იყიდეთ ის ტერიტორიები გადმომეცით და მე მივხედავ იმ ტერიტორიებს, უკვე ნაყიდი რაც აქვს 1 ლარად, მომცეს 1 ლარად, რომ წაიღო ტერიტორიები და აბაშელ ხალხთან ერთად მე მივხედავ იმ ტერიტორიებს, თანხებსაც მოვიძიებ. მისგან განსხვავებით მე მთელ მსოფლიოში დავდივარ და ინვესტორებსაც მოვიძიებ ამ ყველაფრისთვის. გადმომცეს 1 ლარად და იქნება ამუშავებული აბაშის ტერიტორია. გადმომცეს [სასტუმრო] „პარაგრაფი“ და მე ავამუშავებ მას გაცილებით უკეთესად, ვიდრე თვითონ ამუშავებს. მოგვცეს აბასთუმანში თავის სასახლეს რომ იშენებს ის სასტუმროები და ავამუშავებთ გაცილებით უფრო მაგრად“, განაცხადა ვაშაძემ, რომელიც ივანიშვილის განცხადებებს მომავალი პროექტების შესახებ სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნულს „ილუზიას“ უწოდებს.
„მას უნდა ერთი სატყუარა ჩამოკიდოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქუთაისში მილიარდი დაიხარჯა?! 7 წელია ქუთაისში 4-ჯერ გახსნეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ერთი კორპუსის აშენება ძლივს დაიწყეს და ისიც არ არის დამთავრებული. ამ პროცესში რექტორი შეცვალეს 2-ჯერ მემგონი. 1 მილიარდი უნდა დახარჯულიყო ამ პროექტისთვის. გადმომცეს ეს პროექტი თავის ერთი მილიარდით და ავაყვავებ მთელ იმერეთს.
„რაც შეეხება წყალტუბოს პროექტს. წყალტუბოდან მე მქონდა ბრიფნგი არერთხელ 2013-2014 წლებში, როცა ვეუბნებოდი მთავრობას, რომ წყალტუბოს კომპლექსური განვითარების გეგმა მათ გააჩერეს. 50 მილიონი იყო მსოფლიო ბანკის პროექტი, 250 მილიონი დოლარი იყო დაახლოებით, რაც უნდა დახარჯულიყო კერძო და სახელმწიფო ინვესტიციით. წყალტუბოში 3 წელი ერთი შემოვლითი, წრიული გზაც კი ვერ დააგეს ამ ადამიანებმა. პირდაპირ ნარმანიას ვუთხარი, რომ ხარ უუნარო-მეთქი. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ უნიათოები კი არა ვართო, ჩვენო ხარისხიანად ვაკეთებთო. 7 წელი გავიდა და ხარისხს წყალტუბოში ყველა ვხედავთ. ამ ქვეყანამ 7 წლის განმავლობაში წყალტუბოსნაირი ძალიან ბევრი პროექტი დაკარგა - ანაკლია დაკარგა ამ ქვეყანამ და დაკარგა მილიარდობით ინვესტიცია. ანაკლიაში ახლა ათობით ათასი ადამიანი უნდა მუშაობდეს წესით“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ ივანიშვილი პროქტებს მხოლოდ მაშინ ახორციელებდა, როცა ხელისუფლებაში არ იმყოფებოდა.
„ივანიშვილის გაკეთებული პროექტები მინახავს მხოლოდ მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ხელისუფლებაში მოსვლისთვის რაც სჭირდებოდა, ფულსაც ხარჯავდა, საქმეებსაც აკეთებდა, თეატრებსაც არემონტებდა. რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ის საკუთარი თავის მეტს არაფერს არ ახმარს თანხებს და ამბობს, რომ სახელმწიფოში იმიტომ ვარ მე მთავარი ხელისუფალი, რომ მე კი არ უნდა დავხარჯო, ფული უნდა ვიშოვო მეც და ჩემმა გარემოცვამაცო. თორემ, მე ჭიათურიდან ვარ, დაბადებული ვარ ჭიათურაში. ძალიან კარგად მახსოვს საჩხერეში რა პროექტებსაც აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი და პირველი გზა ჭერათხევზე მან გააკეთა და სხვათაშორის მამაჩემის ერთ-ერთი სტატია არის, თუ როგორ აქებდა ამ ადამიანს, ქველმოქმედი ადამიანიაო, ქველმოქმედიაო და მოსახლეობაზე ზრუნავსო. სად არის საჩხერეში ზრუნვა. აი, მოდი ჩავიდეთ კვერეთში, საჩხერეში, არაჩვეულებრივი საკურორტო ადგილი არის, ისიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, განავითარა? არა! საკუთარი საჩხერეც კი მიივიწყა ამ ადამიანმა. ეს არის პრობლემა. ამაზე მტკივა გული, სხვა კი არაფერზე. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებაში ეს ადამიანი არ უნდა იყოს და არც ინვესტიციები არ შემოვა მანამდე“, თქვა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ წყალტუბოს აღორძინების არ სჯერა.
„ერთ წელიწადში ჩვენ ვნახავთ, სადღაც ზაფხულში, როგორ გააკეთებენ, როგორც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, დაჯდებიან სკამებზე და იტყვიან, რომ ეს დიდი პროექტი იწყებაო და ლენტის გაჭრას ექნება ადგილი“, აღნიშნა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.