საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა
30-10-2019, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება.



შეთანხმების შესახებ  ინფორმაცია საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარდგენილ შეთანხმებას.



შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს და ამავდროულად,  ორივე მხარეს გაცვლილი ექნება შეტყობინება მათ მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.



აღნიშნული შეთანხმების დადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებას შეწყვეტს 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. გაერთიანებულ სამეფოსთან ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება  ასოცირების შეთანხმებას, რაც ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას.



შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მისი ძირითადი ნაწილი კი, ასოცირების შეთანხმების მსგავსად, ეთმობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტებს.



შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე საქართველოს ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, ხაზს უსვამს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოების შერიგების მნიშვნელობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი