შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებამ იმის შესახებ რომ ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლუკა კურტანიძის გაღიზიანება გამოიწვია. კურტანიძე ჰპირდება გვაზავას გულშემატკივარ დღევანდელ მაღალჩინოსნებს, რომ გუნდის შიგნით მათ შესახებ აუცილებლად იმსჯელებენ.
"ყველა ტრაგედია თუ უბედური შემთხვევა მტკივნეულია! რა თქმა უნდა ის რაც მოხდა ოქროყანაში, ადამიანურად მართლაც სამწუხაროა, მით უმეტეს მათი ოჯახის წევრებისათვის. .... მაგრამ არ და ვერ გავიგე ზოგი მინისტრის ფორიაქი და საქვეყნოდ პოზიციის დაფიქსირება! უფრო ვერ გავიგებ შსს მოადგილის შეფასებას, ვინ იყო და არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?!... მერაბიშვილის მოადგილის???? ! ეგებ მერაბიშვილიც უმწიკვლოა და ტყუილად ზის ციხეში?!!
ამ უაზრო პოზიციების დაფიქსირებისა და შეფასების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია! დანარჩენს კი შიგნით გავარკვევთ! თან აუცილებლად გავარკვევთ! ისე კი შეგახსენებთ 7 ნოემბერს და 26 მაისს იქ რომ ყოფილიყავით, ვნახავდი სად მიხვიდოდით და რა განცხადებას გააკეთებდით! ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებ, რადგან არასოდეს ვღალატობ იმ ღირებულებას რასაც სამშობლოს და ერის მართალი ერთგულება ჰქვია! და ბოლოს, მე მარტო არ ვარ ასეთი პოზიციის...." - აცხადებს კურტანიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.