ნინოწმინდაში ქართული, სომხური და დუხობორების თემის კერძების ფესტივალი მეორედ ჩატარდა
31-10-2019, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი) გაიმართა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიწვეული სტუმრები, ახალგაზრდა კოლექტივები, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

 


ფესტივალში ქ. ნინოწმინდის #2, #3 და #4 სკოლები, ეშტიის #1 და #2 საჯარო სკოლები, განძის #1 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა, სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, კულტურის ცენტრი, ასევე, დუხობორების თემი, ქალაქის 4 რესტორანი და 4 ინდივიდუალური მზარეული მონაწილეობდა.

 

 

„დღევანდელი ღონისძიება ჩვენს მუნიციპალიტეტში მეგობრულად მცხოვრები ქართველი, სომეხი და დუხობორი ხელმარჯვე ქალებისა და ახალგაზრდა გოგოების უნარ-ჩვებების გამოხატვის ერთ-ერთი დასტურია, რომელსაც ტრადიციული გაგრძელება და გაფართოება ექნება“, განაცხადა ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა. საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეღიანის სიტყვებით კი, „ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა წელს გაორმაგდა“.

 

 

ფესტივალი მიზნად ისახავს ჩვენი ტრადიციებისა და უძველესი სომხურ - ქართული და დუხობორების უგემრიელესი კერძების ახალგაზრდა თაობისთვის გადაცემას.

 


ფესტივალის ყველა მონაწილე სამახსოვრო საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაში კულტურის სახლის სომხური, ქართული და დუხობორების თემის ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.

 


ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი