აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ Twitter-მა ყველა სახის პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა
31-10-2019, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

Twitter-მა გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს და აღნიშნა, რომ ამგვარ გზავნილებზე წვდომა „არა ყიდვით, არამედ დამსახურებით უნდა იყოს მიღწეული“.

 


„მაშინ როცა ინტერნეტით რეკლამირება წარმოუდგენლად მძლავრი და ძალზე ეფექტურია კომერციული რეკლამირების გამწევთათვის, ამ მძლავრ იარაღს მნიშვნელოვანი რისკები მოაქვს პოლიტიკისთვის“, დაწერა „თვითერზე“ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ჯეკ დორსიმ.

 


აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „თვითერის“ მიერ გამოცხადებულმა ახალმა პოლიტიკამ ამერიკის პოლიტიკური ბანაკები ორად დაყო.

 


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახალი საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა, ბრედ პერსკეილმა განაცხადა, რომ აკრძალვა „კიდევ ერთი მცდელობაა გააჩუმონ ტრამპი და კონსერვატორები“. მაგრამ ბილ რუსომ, „დემოკრატების“ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა თქვა: „როცა რეკლამის დოლარებსა და ჩვენი დემკრატიის ინტეგრირებას შორის არჩევანის წინაშე დგახარ, გამამახნევებელია, რომ ასეთ დროს, შემოსავალი არ იგებს“.

 


სოციალური მედიის მეტოქემ, „ფეისბუქმა“ გამორიცხა პოლიტიკური რეკლამების აკრძალვა. „თვითერის“ ამ ნაბიჯის თაობაზე რეაქციის გამოხატვისას „ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავისი კომპანიის პოლიტიკა დაიცვა.

 

 

„დემოკრატიის პირობებში, მე არ ვფიქრობ, რომ მართებული იყოს კერძო კომპანიების მხრიდან პოლიტიკოსებსა ან ახალ ამბებზე ცენზურის დამყარება“, განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

 


„თვითერის“ მიერ გამოცხადებული აკრძალვა ძალაში 22 ნოემბრიდან შევა, ხლო სრული დეტალები 15 ნოემბრისთვის გამოქვეყნდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი