განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის 13 წარჩინებული მეათეკლასელი მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დააჯილდოვეს.
კომპიუტერები მესტიის #2, მესტიის #1, ხაიშის, ბეჩოს და ლატალის საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც საბაზო საფეხური მე-7, მე-8 და მე-9 კლასები წარჩინებით დაასრულეს და ყველა საგანში 10-ქულიანი შეფასება მიიღეს.
მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება მესტიის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპლიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი, დარეჯან ნიგურიანი, რესურსცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები, მშობლები და გულშემატკივრები.
მესტიის მერმა სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და წარმატებები უსურვა მათ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
მოსწავლეებს კომპიუტერები მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, დარეჯან ნიგურიანმა გადასცეს.
მესტიის მერიის ცნობით, კომპიუტერები გადაეცათ შემდეგ მოსწავლეებს:
1. ნინო ხოჯელანი (მესტია)
2. ლიზი ფირცხელანი (მესტია)
3. მარიამ გოშთელიანი (ხაიში)
4. საბა თორია (ხაიში)
5. ლანა ჭკადუა (ხაიში)
6. გიორგი ნიჟარაძე (ხაიში)
7. ირინა ფარჯიანი (ლატალი)
8. ბექა წერედიანი (ლატალი)
9. სანდრა ფირცხელანი (ლატალი)
10. სანდრა შამფრიანი (ბეჩო)
11. მარიამ შამფრიანი (ბეჩო)
12. ლუკა ფირცხელანი (ბეჩო)
13. მიხეილ ჩართოლანი (მესტია)
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.