საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე ჩვენება მისცა.
„ფარნაოზ ჭკადუა აქტიური „ნაციონალია“ ფბ-ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადმინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს 2012 წ „ჩხუბში“ მონაწილეობისთვის.
ფარნაოზი ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანია ვისაც ვიცნობ. სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ. ეს სიტუაცია მალე შეიცვლება“, წერს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.