ბონდო მძინარაშვილი: „აჟრიალებთ!.. არა, იმაზე ლაპარაკობენ, რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო!“
31-10-2019, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პირებისადმი კრიტიკით გამოდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე...“ არამედ იმაზე „რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო!“

 


„გასაოცარი ამბავია პირდაპირ!

 


იმაზე კი არ ლაპარაკობენ, ამ 22 სასტუმროს მშენებლობაზე, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მთლიანად წყალტუბოს კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციაზე (ფაქტობრივად, ყველაფერი ახლიდან გასაკეთებელი იქნება!) რამდენი ადამიანი დასაქმდება; რამდენ ოჯახს გაუჩნდება მუდმივი სარჩო და შემოსავალი ამ სასტუმროების და აბაზანების ამუშავების შემდეგ; რამდენი პროდუქტი (ნატურალური!) დასჭირდება სტუმრების გამოკვებას და კერძო სექტორს რა შემოსავალს მისცემს ათასობით ადამიანის გამოსაკვებად მიღებული შეკვეთები, დამატებით რამდენ ადამიანს დაასაქმებს კვების პროდუქტების მწარმოებელი სექტორი, რადგან აუცილებელია პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული... სხვა ბევრი რამ... რეგიონის და ქვეყნის კიდევ რამდენი ტურისტული ობიექტი დაუკავშირდება წყალტუბოს საკურორტო ზონას, კიდევ რამდენი ადამიანი გაიცნობს საქართველოს, როგორც ადგილს, სადაც კომფორტული დასვენებაც შეიძლება და უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლის ნახვაც... და კიდევ რამდენი... რამდენი...

 


იმაზე კი არ ლაპარაკობენ და ფიქრობენ, როგორ მოამზადონ პროექტები სხვადასხვა სექტორის ასაღორძინებლად, სულაც ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის წამოსაწყებად, იქვე და ახლო-მახლო ახალი საწარმოების გასახსნელად და მეურნეობების მოსაწყობად, სასტუმროების უზრუნველსაყოფად...

 


იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე...

 


არა, იმაზე ლაპარაკობენ, რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო! ესო პოლიტიკური პროექტიაო!

 

 

რატომ ლაპარაკობენ ასე უკუღმართად?!

 


იმიტომ, რომ აჟრიალებთ!

 


ყველგან აჟრიალებთ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი