რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხობელმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე) წარმატებით იასპარეზეს. მსოფლიო პირველობაზე საბა ლატარიამ (-15. 60კგ. ორგზის ჩემპიონი, ორივე მკლავით), საბა დანელიამ ( -15. 55 კგ. მარჯვენა მკლავი) დათუნა ჟიშკარიანმა ( -21 წლ. 60 კგ. მარჯვენა მკლავი) და გულადი ბუკიამ (მარჯვენა მკლავი) ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
II ადგილზე გოგა დანელია (-18; 55კგ), ხოლო III ადგილზე გიგა კოდუა გავიდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.