შალვა შავგულიძე: სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს
30-08-2015, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების გადაწყვეტილებას დეპუტატი შალვა შავგულიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ამბობს, რომ "სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს".

 

 

"გუშინ საღამოს ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება 2016 წლამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ.

 

 

შეიძლება ითქვას, რომ მედიის დამოუკიდებლობის - სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს.

 


2007 წელს ტელეკომპანია "იმედი" არ დაემორჩილა რა ხელისუფლების სურვილს და მცდელობას გაეკონტროლებინა ამ მედიასაშუალების პროფესიული საქმიანობა, ხელისუფლება იძულებული გახდა სპეცრაზმებით შეჭრილიყო "იმედში" და ძალით გაეჩერებინა ტელევიზია. ხელისუფლების ამგვარ ძალადობას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მყისიერი რეაგირება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად, რაც მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო დონეზეც. შესაბამისად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის.

 

 

დღეს კი, როგორც ვხედავთ, ხელისუფლების კონტროლი მედიაზე ჩვენს ქვეყანაში, მედიამფლობელების თვითკონტროლის ხარისხშია აყვანილი - ტელეკომპანია თავად აცხადებს უარს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე და ეს ხდება წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგის გაზრდა, რისკენაც ბუნებრივად უნდა ისწრაფვოდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, სწორედ ამ სახის გადაცემებზეა დამოკიდებული.

 

 

ამგვარად, დემოკრატიის განვითარება ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რამდენადაც ხდება დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების ხელყოფა, როგორსაც მედიის დამოუკიდებლობა - სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს.

 

 

იმედი მაქვს, ტელეკომპანია „იმედის“ მეპტრონეები სათანადოდ შეაფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაუწყებლობის ფართო არეალის მქონე, პოპულარულ ტელეკომპანიას აკისრია ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შეცვლიან გამოცხადებულ პოზიციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც ზიანს მიაყენებს როგორც თავად ტელეკომპანიის რეიტინგს, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად, რასაც სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის და ძალზედ სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია "იმედი" გამოაკლდება ასეთ მედიასაშუალებათა ისედაც მცირერიცხოვან ჩამონათვალს ჩვენს ქვეყანაში", აცხადებს შავგულიძე.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი