დაჭრილი სამხედროები აშშ-ის მარათონიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
31-10-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროები აშშ-დან საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახლადდანიშნული უფროსი ბუბა ლომუაშვილი დახვდა, აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის, სტიუარტ ტეილორის მიერ იყვნენ მიწვეულები.

 

 

ვაშინგტონში, არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა. 42-კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა. კაპრალმა ლევან წერეთელმა კი, 42 კილომეტრის გარბენა 4 საათსა და 37 წუთში შეძლო.

 


მარათონში ქართველი სამხედროები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა მარათონში 2015 წლიდან ასპარეზობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი