საქართველო “დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრი გახდა
31-10-2019, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო “დემოკრატიათა თანამეგობრობის“ (Community of Democracies) მმართველი საბჭოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად საქართველო მიწვეულ იქნა პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელი ქვეყანა.

 


ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“, იყო საქართველო. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, კონსოლიდირებულ ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვისა და გაღრმავების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და სხვა.

 

 

მმართველი საბჭოს, რომელიც საერთო დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოებს აერთიანებს, წევრობით ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ხელშესახები წვლილი შეიტანოს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში.

 

 

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომლის აქტიურ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე ახორციელებს საქართველო, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და ცენტრალურ ადგილის იკავებს მის საქმიანობაში.

 

 

„დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველ საბჭოში 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 30 წევრი ქვეყანაა - არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კაბო ვერდე, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და საქართველო.

 

კომენტარები: 1
#1   Sherryliery
      
название домена херовое

новый закон социальные сети
bbiz.club
31 ოქტომბერი 2019 06:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი