გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 5 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მათ შორისაა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი მოქალაქისთვის დახმარების გაწევის საკითხი, ქალაქ გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა №27ა-ს მიმდებარედ არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ს/კ №81.15.13.507, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 924.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობის სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის“, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემისა და საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.