გიგი უგულავა: „რელიგიურობას რომ დავანებოთ, კაცობა მოითხოვდა, თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, ვიდრე თანამდებობაზე ხარ“
31-10-2019, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რელიგიურობას რომ დავანებოთ, კაცობა მოითხოვდა, თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, ვიდრე თანამდებობაზე ხარ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, შოკისმომგვრელია. 

 

 

„ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბუნებრივია, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის შოკისმომგვრელია, ამიტომ, არ მინდა, ზედმეტად, კიდევ უფრო გავართულო მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში არის შექმნილი. რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი, პირველი და მთავარი – ურთიერთბრალდებები, რომელიც გაისმა, უკეთესი იქნებოდა, ყოფილიყო მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ. ამას უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა“, – განაცხადა მან.

 

 

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, მეუფე პეტრეს ბრალდებას სხვანაირად უყურებს.

 

 

„მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მეუფე პეტრეს მიერ გაცხადებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ, კერძოდ, პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ღვთის სახელით ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით არის ეს პრობლემა, მათ შორის ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და უნდა შეწყვიტოს საზოგადოების წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა. როგორც იკვეთება, სულ მცირე, ეს ფარისევლობაა და მიუღებელია თანამედროვე სამყაროს გადმოსახედიდან“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი