ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მერმა განხორციელებულ, მიმდინარე და 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. წელს ხობის მუნიციპალიტეტში 145 პროექტი განხორციელდება, რაზეც 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარემონტდა სკოლები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, აშენდა ხიდები და ხიდბოგირები; ხოლო, პროექტების ნაწილი მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ყოველივე ეს კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგია - აღნიშნა მერმა.
შეხვედრას ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მერი 1 ნოემბერს, 13 საათზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.