ირმა ინაშვილი: „სინოდმა მიღებული გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ არაფრის ეშინია, არავითარი წერილებისა და ცილისწამების“
31-10-2019, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ძალზე სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ხაზი გაუსვა, რომ არაფრის ეშინია, არავითარი წერილებისა და ცილისწამების, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა.

 

 

„მინდა, პროცესს შევხედოთ ფართო პანორამაში. იყო მამალაძის წერილი და ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე რაღაც საშინელება გავრცელდება. გამოვარდა მეუფე იაკობი განცხადებით. ყველაფერი ეს გამოყენებული იყო იმ საერთო საინფორმაციო ომში ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, მეუფე იაკობის განცხადებებიც, დეკანოზ მამალაძის წერილიც, რომელშიც არავინ იცის, რა წერია. საპატრიარქომ რამდენჯერმე თქვა, რომ არავის ეშინია ამ წერილის გამოაქვეყნების, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძინა შანტაჟის სახე პატრიარქისადმი და სინოდისადმი. დღეს სინოდმა ძალზე სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მიმართა დეკანოზის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს. ამით ხაზი გაუსვა, რომ არაფრის ეშინია, არავითარი წერილებისა და ცილისწამების“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი