პოეტი რეზო ამაშუკელი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“ ვიდეო მიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ ის რაც მოხდა „არის მთელი ქვეყნის სირცხვილი“, რადგან „ბედმა გვარგუნა პატრიარქი, რომელმაც განადგურებული, დანგრეული, სულიერად მომსპარი ეკლესია გამოატარა და ფეხზე დააყენა“.
რეზო ამაშუკელი ჟურნალისტებს, რომლებიც სიბინძურის ტირაჟირებას ეწევიან, ომს უცხადებს და ამბობს, რომ „ვინც არ გაერთიანდება დღეს პატრიარქის გარშემო, მის დასაცავად, სამშობლოს და ეკლესიის დასაცავად, ის უკვე ცოცხლად ჯოჯოხეთშია“.
„დღევანდელი დღე არის მთელი ქვეყნის სირცხვილი. ეს ყველას ბრალია, თითოეული ჩვენგანის და ჩემი ბრალიცაა აქამდე რომ მივიდა ერი... ბედმა გვარგუნა რომ გვყავს პატრიარქი, რომელმაც განადგურებული, დანგრეული, სულიერად მომსპარი ეკლესია, ე.ი. საქართველო, გამოატარა და ფეხზე დააყენა. რა არ ეცადეს, საიდან არ უტრიალეს - ხან იეღოველები, ხან ბაფტისტები, ხან 50-იანელები, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხეს რომ რაღაცნაირად დაენგრიათ, ყოველ შემთხვევაში, ეგენი ეკლესიას ვერაფერს ვერ უზამენ, მაგრამ ჩვენ ხომ ამ დღეში ჩაგვყარეს. მე მოვისმინე ბატონი გიორგი გახარიას ფრაზა, ეს ფრაზა ეპოქალურია ჩემთვის და საკრალური და არა მარტო ჩემთვის, მთელი ჩვენი ერისთვის და ასე დარჩება ეს ისტორიაში. მან ბრძანა, რომ ჩვენი უწმინდესი და კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენი წარსულის, ჩვენი აწმყოსი და ჩვენი მომავლის სიმბოლოაო. აი, აქ ყველაფერია ნათქვამი.
დედას გიტირებთ, ვერ გახლეჩთ ეკლესიას. ეკლესიის გახლეჩა ნიშნავს ქართველი ერის დაღუპვას, მაქვს იმდენი განათლება რომ... თეოლოგები გამოჰყავთ ახლა და რაღაცას ტლიკინებენ. მივმართავ ხელისუფლებას, მეტის ღირსი ხართ, მეტის ღირსი ხართ იმიტომ, რომ არ შეიძლება ამდენი ლოლიავი. თუ რამე გამოსაძიებელია, გამოიძიეთ ბატონო“, აცხადებს რეზო ამაშუკელი და ქართულ სატელევიზიო არხებს, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და იქ დასაქმებული ჟურნალისტების ნაწილს მძაფრად აკრიტიკებს.
„ბინძურები ხართ სუყველა, თუმანი რომ დაგიგდოთ ძირს, ყველა წაიკუზებით, აი ესა ხართ თქვენ. მე კაზინოში დავდიოდი თუ აბანოში, თქვენი საქმე არ არის. მე ქვეყნისთვის არ მიღალატია არასოდეს. აი, ასე დავბერდი, მაგათთან ომში დავბერდი. ჩემი ჯანმრთელობა, ყველაფერი მაგათ შევწირე, მაგ დამპლებს.
„და გამოდის ეს უგულავა, ეს გახრწნილი, ახლა ეს სააკაშვილი იქიდან ის გამომივიდა, რა ქვია, ბერად შეიძლება აღიკვეცოს. მაგრამ ეს პიდარასტი, ეს სულიერი მახინჯი, ეს უგულავა, დღეს გამოდის და ლგბტს იცავს ესე იგი, მაგას ციხეში ცოტა ხომ არ ახველებდა. არ გაპატიებთ არაფერს. მე ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს, ორი წელი კიდევ მინდა ვიცოცხლო. ეს ორი წელი მეყოფა რომ ჩაგადუღოთ ბოლომდე თქვე დამპლებო, თქვენ. მთელი მასმედია ხართ გათახსირებულები, ხაზს ვუსვამ, უმეტესობა, ასეა! ახლა გამოჩნდება, ვინც დარჩება იმ საზღვრებს მიღმა, ვინც არ გაერთიანდება დღეს პატრიარქის გარშემო, მის დასაცავად, სამშობლოს დასაცავად და ეკლესიის დასაცავად და იმის მიღმა დარჩება, ის უკვე ცოცხლად ჯოჯოხეთშია.
„თუ საზოგადოება ახლა მაინც არ გამთლიანდა და თუ საზოგადოებამ ესეც მოითმინა და ესეც გადაყლაპა, კისერი უტეხია ყველას, მაშინ მე ვიტყვი ქართველობაზე უარს პირველ რიგში და შეიძლება თავიც მოვიკლა. ეს უნდათ ამათ, მეტი არაფერი არ უნდათ, მაგრამ ღირსები ვართ ყველაფრის, რომ ამდენს ვითმენთ ჩვენ... მე დიდი იმედი მაქვს ბატონი გახარიას, რომ ამას პასუხი უნდა გაეცეს. ვახტანგ გომელაური, რომელიც უსუფთავესი კაცია, მე პასუხისმგებელი ვარ ამისი, ყველამ უნდა ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, რომ არსად არ დარჩეს ერთი ფრაზაც კი გამოუძიებელი, თორემ ესენი არ მოისვენებენ“, აცხადებს რეზო ამაშუკელი და ჟურნალისტებს, რომლებიც სიბინძურის ტირაჟირებას ეწევიან, ომს უცხადებს.
„მე ომს გიცხადებთ და არაერთხელ გამოგიცხადეთ ომი და ახლა ცოტა ხანს გიყურებთ და მერე მე წავუძღვები ხალხს წინ და დედას გიტირებთ მე თქვენ. არ გაბედოთ მეორეჯერ ამის არც გაპიარება, არც გაჟღერება და არც ტირაჟირება. დადექით იქ, სადაც უნდა დადგეთ, თუ ქართველობა გინდათ და თუ არადა მიაკითხეთ თქვენ პატრონს, თქვე თახსირებო თქვენ“, ამბობს რეზო ამაშუკელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.