შალვა ნათელაშვილი: „არ გახსოვთ, მეუფე პეტრესთან რომ ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი და ტკბილი ჩურჩული რომ ჰქონდათ?“
01-11-2019, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ გახსოვთ, მეუფე პეტრესთან რომ ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი და ტკბილი ჩურჩული ჰქონდათ? იმის შინაარსი ვინმემ თქვა? - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.

 

 

მისი თქმით, მეუფე პეტრე ცაავას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

 

 

„აი, ის რომ დაიჭერეს, ცანცარა მღვდელი, დეკანოზი მამალაძე, ის არ არის სერიოზული კაცი, მიუხედავად ამისა, ის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ეს პროვოკაცია დაგეგმილი იყო ივანიშვილის სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, მისივე მითითებით, იმიტომ, რომ ამ კაცს არ შეუძლია აიტანოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ამ კაცს არ შეუძლია აიტანოს სულიერად გამაძღარი, დასაქმებული, უზრუნველყოფილი ერი და საზოგადოება, ამ კაცს არ შეუძლია აიტანოს თავისუფალი საზოგადოება და მასმედია, მას სძულს თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო და აქცია ის სისტემა საკუთარ ადვოკატურად, ის ვერ ძღება ეროვნული სიმდიდრით და მისი ნახელავი და მისი შემოქმედებაა აფეთქებული საყდრისი.

 


არ ვამბობ, რომ მეუფე პეტრე და ბიძინა ივანიშვილი თანამოაზრეები და თანაგუნდელები არიან, მაგრამ მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, უბრალოდ მეუფე პეტრეს სურდა თავისი გავლენების გაძლიერება ქართულ ეკლესიაში და სავარაუდოდ სამომავლოდ პატრიარქობაზე ეს ნამდვილად დანაშაული არ არის, გააჩნია, რა ფორმებით მოისურვებს ამის მიღწევას, ბიძინა ივანიშვილის სურვილია არა მარტო ყველაფერი მიითვისოს, არამედ გააღატაკოს საზოგადოება, წაართვას სახელმწიფოებრიობა, მოუსპოს ავტორიტეტები, მოუსპოს პოლიტიკური პარტიები, გააუქმოს სასამართლო ხელისუფლება, წაშალოს ადგილობრივი თვითმმართველობის სუვერენიტეტი და ძალაუფლება, ივანიშვილი ვერ იტანს ავტორიტეტულ ეკლესიას, ავტორიტეტულ სინოდს, საპატრიარქოს, რეიტინგულ პატრიარქს, ამიტომ მოისურვა, რომ ისიც წაბილწოს და წაშალოს და ამისათვის, გამოიყენებს მეუფე პეტრესაც, იაკობსაც...“ , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი