ადგილობრივი ხელისუფლება ონის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდა
01-11-2019, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღია დილოგის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: წედისში, ქვედში, ონჭევში და ჟაშქვაში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ.

 

 

 

სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო. 

 

 

საზღვრისპირა სოფლებში მთავარ საჭიროებად წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება , სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილის მოწყობა დასახელდა. 

 

 

შეხვედრებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, თამჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე ესწრებოდნენ, მათი თქმით სოფლებში გამოკვეთილი საჭიროებები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას. 

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა გიორგი მაქარაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო,სადაც მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

 

შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებსა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელსაც შეეხო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი