წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებთან შეხვედრა სოფელ ცხუნკურისა და გუბისწყლის საჯარო სკოლებში გაიმართა.
,,მინდა მადლობა მოგახსენოთ მრავალწლიანი თავდადებული პედაგოგიური საქმიანობისთვის, დაუღალავი შრომისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის, დღეს თქვენი ღვაწლი დაფასებულია, სახელმწიფომ გადმოგცათ დამსახურებული ჯილდო, გისურვებთ სულიერ მხნეობასა და ჯანმრთელობას" - მიმართა გრიგოლ იოსელიანმა პედაგოგებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები პირველ ეტაპზე 150-მა პრაქტიკოსმა, პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა.
პედაგოგებთან შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე და ფრაქცია "ქართული-ოცნება მწვანეების" თავმჯდომარე ლატავრა ბენდელიანი ესწრებოდნენ.
დამსახურებულ პედაგოგებს - ცუცა კუხალაშვილს, იზოლდა კინწურშვილს, ზაურ თუთბერიძეს, თაგული კვირიკაშვილს, თინა მანაგაძეს, მედეა ჯიმშელეიშვილს, მაგული დოლიძესა და ინეზა ქუთათელაძეს კოლეგებმა და მოსაწავლეებმა გულისხმიერების, სიყვარულისა და ცოდნის გაზიარებისთვის მადლიერების საღამო მოუწყვეს.
ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.