ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შედგა საქართველოს პრემიერ მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი,ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრები იყო უაღრესად შინაარსიანი, მეგობულ და თბილ გარემოში. ჩვენ ვბრუნდებით კონკრეტული,მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები,რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
„ვიზიტის შედეგად გადაწყდა უახლოეს პერიოდში ჩატარდეს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს შეხვედრა,რომელსაც თურქეთის რესპულკა უმასპინძლებს,სადაც განხილული იქნება ყველა ძირითადი საკითხი,რომელიც აქტუალურია ორმხრივ ურთიერთობებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„თურქეთი მყარი მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ინიციატივებს მრავალმხრივ ფორმატებში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა .“-განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პროექტებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ჩართულობით ხორციელდება, ასევე,
ყურადღება გამახვილდა იმ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე, რომლებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს იძლევა როგორც საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.