სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი მამუკა დანელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა და დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია, თანამდებობიდან გადადგა.
მისი თქმით, აღნიშნული სკოლა-პანსიონი მეუფე პეტრეს დაარსებულია, რომელიც ამ დრომდე პატრონაჟს უწევს და მეუფის გარეშე სკოლაში მისი ადგილი არ არის.
"ეს სკოლა არის სპეციფიური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები. სკოლა აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. აქ ბავშვები იკვებებიან. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მეუფემ საჭიროდ ჩათვალა დამშვიდობება ბავშვებთან და პედაგოგებთან. მას შემდეგ, რაც მე გავიგე, რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვერ ვხედავ“, - განაცხადა მამუკა დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.