საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა.
კონფერენციაზე 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ასევე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებაზე იმსჯელეს.
კონფერენციის მსვლელობისას მუნიციპალიტეტებმა, სადაც უკვე შემუშავებულია გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტანდარტები, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.