„კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები არანაირად არ არის მისი შემრყევი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩემი სურვილით მოვედი საქართველოს პატრიარქთან და შევხვდი მას იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა, სიყვარული, პატივისცემა და დამეფიქსირებინა ის, რომ არანაირი ასეთი ტიპის ინციდენტები, რომელიც ჩემი შეფასებით, შეუძლებელია, ხდებოდეს რაიმე ტიპის უკანა პოლიტიკური მიზნების გარეშე, არანაირად ამან არ იმოქმედოს იმ ადამიანზე, ვინც საქართველოსთვის უზარმაზარი ღვაწლი გასწია, მაგრამ მე დამხვდა ადამიანი, აბსოლუტურად წელში გამართული, მომავლის ნათელი ხედვით, მე დამხვდა პატრიარქი ისეთი, როგორსაც მე ვიცნობდი მას ბოლო 40 წელიწადი და მე მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლაში, „კაგებეს“ სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები და იმ ფონზე, რომ პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო, აი, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, არანაირად არ არის მისი შემრყევი. მე მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ პირველ რიგში, პატრიარქი არის ნათლად, მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, კიდევ ერთხელ მოვახერხებთ თუ არა ქართული საზოგადოება თვითგანადგურება არ განვახორციელოთ, სამწუხაროდ, ქართველებს გვაქვს საკუთარი ღირებულებების, ინსტიტუტების და ნათელი მიზნების განადგურებისკენ მიდრეკილება. ძალიან მძიმეა, როდესაც ამდენი პრობლემის მქონე ქვეყანა განადგურების ტენდენციით არის ატანილი“ , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადების მსგავსი განცხადებები გულწრფელი გაბრაზებით და აღშფოთებით არასდროს კეთდება.
„მეუფეების განცხადებებზე მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ - ასეთი ტიპის განცხადებები არ კეთდება ელემენტარული გულწრფელი გაბრაზებით ან გულწრფელი აღშფოთებით, არ ხდება ხოლმე ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე“ , - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.