დავგეგმეთ და განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას.
გიორგი გახარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის კონცენტრირებული მუშაობა, განსაკუთრებით კოლეგებთან ეკონომიკურ სფეროში, ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან და სამინისტროებთან.
„ჩვენ დავგეგმეთ, განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ჩვენი მთავრობა ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდგომ აღდგება. ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდგომ დაგვთანხმდა, ამ გაზაფხულს ეწვიოს საქართველოს, თბილისს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.