საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა’’ მესამედ გაიმართება.
გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში იქნება წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.
მონაწილეობას მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიებიც მიიღებენ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილე კომპანიების შემოდგომით მოყვავილე მცენარეების შეძენის გარდა, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემებისა და ტროპიკული მცენარეების შეძენაც იქნება შესაძლებელი.
ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების წარმომადგენლები სპეციალურად ბავშვებისთვის ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასებს ჩაატარებენ და დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.
„ყვავილების გამოფენა’’ ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, 2 ნოემბერს 14:00 საათიდან, ხოლო 3 ნოემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.