ცაგერში პრეზენტაცია „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის" გაიმართა
01-11-2019, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში პროექტის პრეზენტაცია "ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის" გაიმართა.

 

 

პროექტის მიზანია ქალაქ ცაგერის ურბანული განვითარებისათვის ახალგაზრდების ხედვით პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადებების შემუშავება, საუკეთესო იდეა ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გამოვლინდება.

 


ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია "აგორა" ახორციელებს.

 


პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.

 


პრეზენტაციები გააკეთეს ლექსო შკუბულიანმა(გუნდის წევრები:თორნიკე ხვადაგიანი,აკაკი ხეცურიანი) თემით "თავისუფალი სივრცე".

 


ვასილ ქარსელაძემ (გუნდის წევრები:დავით გუგავა,ნიკა ქომეთიანი) კი თემით "სათავგადასავლო და ექსტრემალური პარკი". პროექტის შესახებ ისაუბრა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში,პროექტის მენტორმა ირაკლი მელაშვილმა.

 


საბოლოოდ, საუკეთესო იდეას ცაგერის მოსახლეობა შეარჩევს. გამარჯვებული 10 ნოემბერს გამოვლინდება.

 


ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი