მესტიის მუნიციპალიტეტში „მშენებარე და არსებული საცხოვრებელი სახლებისა და სვანური საცხოვრებელი სახლების (მაჩუბები) სახურავების რეაბილიტაციის“ პროგრამა მიმდინარეობს.
მესტიის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ავთენტურობის შენარჩუნება, რაც გულისხმობს საცხოვრებელი სახლებისა და მაჩუბების ერთი ფერის (მუქი ნაცრისფერი) მასალით გადახურვას. პროგრამის ამ წინაპირობის გათვალისწინება აუცილებელია სვანეთის სიტორიული იერსახის შენარჩუნების მიზნით.
"პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულმა კომისიამ დაიწყო განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესწავლა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც სახურავების გადახურვა სხვა ფერის მასალით მიმდინარეობს, რაც დაუშვებელია.
მოსახლეობის საყურადღებოდ!
გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ პროგრამის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
ამ ეტაპზე მონიტორინგი ჩატარდა მულახის და იფარის ტერიტორიულ ერთეულებში, რაც ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაგრძელდება.

პირველ ორ ფოტოზე წარმოდგენილია სწორი გადახურვა, გთხოვთ გაითვალისწინოთ", აცხადებენ მესტიის მერიაში და "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფოტომასალას ურთავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.