შოთა შალელაშვილი: „სრულიად დაუჯერებელი და ელემენტარულ ლოგიკურ საფუძვლებს მოკლებული მიმაჩნია გაბრაზებული მეუფე პეტრეს განცხადებები, თუმცა სინოდისგან მოველოდით პასუხებს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების ირგვლივ“
02-11-2019, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სრულიად დაუჯერებელი და ელემენტარულ ლოგიკურ საფუძვლებს მოკლებული მიმაჩნია გაბრაზებული მეუფე პეტრეს განცხადებები, თუმცა ისე როგორც მე, საზოგადოების დიდი ნაწილი სინოდის სხდომის შედეგად მოველოდით პასუხებს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების ირგვლივ რომლის მიხედვითაც, თითქოს რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება“, აღნიშნულ განცხადებას 2016 წელს „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატი, რომელმაც მანდატი ცოტა ხნის წინ დატოვა, შოთა შალელაშვილი აკეთებს და სოლიდარობას გამოხატავს უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ.

 


„ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ეკლესიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან, უნდა ვიმსჯელოთ ემოციების გარეშე.

 

 

სამწუხაროდ ნაკლებად და ხშირად არც კი ხდება იმის გაცნობიერება, რომ ბოლო დროს წარმოებული ცრუ, ცილისმწამებლური და ბინძური ბრალდებებით შეურაცხყოფა ადგება არა მხოლოდ ეკლესიასა და ხანდაზმულ პატრიარქს, არამედ სრულიად სახელმწიფოს, რომელსაც მთელი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიასთან გააჩნდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცე და ურყევი კავშირი.

 


შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კრიტიკული კითხვების გაუცემლად უნდა იარსებოს საერო თუ სასულიერო ინსტიტუციებმა, თუმცა ასე და ამ ბინძური ფორმით არ უნდა დაწყებული ვითომ ლუსტრაციის, სინამდვილეში კი თვითლიკვიდაციისკენ მიმავალი პროცესი.

 


სრულიად დაუჯერებელი და ელემენტარულ ლოგიკურ საფუძვლებს მოკლებული მიმაჩნია გაბრაზებული მეუფე პეტრეს განცხადებები, თუმცა ისე როგორც მე, საზოგადოების დიდი ნაწილი სინოდის სხდომის შედეგად მოველოდით პასუხებს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების ირგვლივ რომლის მიხედვითაც, თითქოს რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება. გაკვირვებული ვარ, რომ უპასუხოდ დავრჩით, როგორც პროკურატურისგან ისე სინოდისგან, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მეუფე იაკობს შეუნდო ინფორმაციის მიუღებელი ფორმით გავრცელებისთვის, თუმცა არაფერი თქმულა თავად შინაარსზე, იგეგემებოდა თუ არა პატრიარქის გადაყენება. ამ ტიპის უმძიმესი ბრალდებები აუცილებლად უნდა ხდებოდეს უფრო სიღრმისეული ანალიზის, კვლევისა და გამოძიების საგანი.

 


ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას განსაკუთრებული ურთიერთკავშირი აქვს, იგი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო, სწორედ ამიტომ მე მაშფოთებს ეს ყველაფერი და ვდგავარ იმ ხალხის რიგში, ვინც ელოდება დამაჯერებელ პასუხებს, მანამდე კი, მე მსურს, ჩემი ღრმა პატივისცემა და სოლიდარობა გამოვხატო უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ.

 


ძვირფასო პატრიარქო, ვწუხვარ, რომ ქართული ეკლესიისა და პირადად თქვენს მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური თავდასხმები, თუმცა ღრმად მწამს, რომ ამ განსაცდელსაც შეხვდებით ჩვეული სიმხნევითა და სიბრძნით, რომელიც ყოველთვის იწვევდა საზოგადოების გაკვირვებასა და პატივისცემას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 


ღრმად მჯერა, ყველაზე მეტად პირადად თქვენ გიმძიმთ ნებისმიერი გაუგებრობა და უპასუხო კითხვის ნიშნები ეკლესიის შიგნით. ვიმედოვნებ, რომ სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებით სამართლიანი პასუხი გაეცემა ყველა შეკითხვას და გააგრძელებთ ქართული ეკლესიის გაძლიერებას ღვთისა და ერის წინაშე. მე ამ ყველაფერში მარწმუნებს თქვენი შესანიშნავი კარიერა, ეკლესიის მართვის 42 წლიანი გამოცდილება და ღვაწლი“, ნათქვამია შოთა შალელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი