„ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული, ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების“ - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.
„ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს, რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არგადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს.
ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა. ერთი მხრივ, პატრიარქის მოშორება და მეორე მხრივ, ამ ყველაფრის ნაციონალებისთვის შეტენვა“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.